2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი გამოიყო, – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება მიიღო.

აღნიშნული თანხა არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებასა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება გუშინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს.   ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow