15 ნოემბერს,  ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულს სიუციდამდე ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა  მსჯავრდებულმა, ემილ ხოფერიამ  საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ემილ ხოფერია სასჯელს 2015 წლიდან იხდიდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow