გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყების წინ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა იმ დარღვევებისა და ძალადობის შესახებ, რომელიც დაფიქსირდა არჩევნების დღეს. ოპოზიციის წევრების თქმით, მათ შორის, საუბარი იქნება ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც შეხვედრაზე განიხილავენ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები იქნება.

„ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. პირველი, ეს არის ძალადობა ახალქალაქში, მარნეულსა და კასპში. ახალქალაქთან დაკავშირებით დეტალური გამოძიების მასალებს წარვუდგენთ დიპლომატიურ კორპუსს.

მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღით მანიპულაცია და კანონის დარღვევა, რომელიც ცესკომ „ქართული ოცნების“ მითითებით გააკეთა და ათი ათასობით ადამიანს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელს უშლიან.

მესამე, ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც მთელ საქართველოში ხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, ცესკო-ს მიერ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

„ცეკსო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეასრულა ივანიშვილის დავალება და არჩევნები ჩაინიშნა შუა კვირაში, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ათი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მეორე, ეს არის ახალქალაქის ძალადობის თემა, რომელიც დაორგანიზებული იყო ენზელ მკოიანის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ და რომელიც პირდაპირ გაამართლა ხელისუფლებამ,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow