დეპუტატი გამოეხმაურა საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის გვერდით პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სურათების გამოჩენას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. ზოგიერთ მათგანზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ზოგზე კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა გამოსახული.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow