ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან  გამომდინარე, საქართველოში ახლო მომავალში საწვავზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავს.

როგორც ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, რამდენიმე კომპანიამ ფასის შემცირების პროცესი უკვე დაიწყო და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება.

„გლობალურ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები მცირდება. ასევე, მყარდება ლარი დოლართან მიმართებაში, რაც საკმაოდ დამაიმედებელია. შესაბამისად, ამ პროცესების კვალდაკვალ აუცილებლად ჩვენთანაც, დროის გარკვეულ პერიოდში, მოხდება საწვავზე ფასების შემცირება.  სხვათაშორის, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ფასის შემცირების პროცესი და, რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. ფასების შემცირებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი კი აცხადებს, რომ უკვე ყველანაირი პირობა  არსებობს, კომპანიებმა ლიტრი საწვავის ფასი სულ მცირე, 20 თეთრით შეამცირონ, თუმცა, როდის დაიწყებენ ამ პროცესს უცნობია.

წყარო: პირველი არხი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow