დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგი შეხვედრა გამართა.

პარალელურად, თეატრის შენობის წინ გაიმართა აქცია სახელწოდებით:”„არა მიშას, არა ნაცებს“.  შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ მხარდაჭერას.

თეატრში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პოეტმა დავით მაღრაძემ მიმართა.

მან თეატრში შეკრებილებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა. საუბარი შეეხო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და ამ რეჟიმის მიერ ქვეყნისა და მათი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მათ აშინებდა არ უნდა დაბრუნდეს. მათივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი ,,ქართული ოცნების“  გამოფხიზლებას ემსახურებოდა.

თავისუფლების დასაცავად შეკრებილი მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ დღეს ბრძოლა რუსულ და ევროპულ დიპლომატიას შორის მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ქართველი ერი ევროპელია და რუსული დიპლომატიის გამარჯვებას არ დაუშვებს.

მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.

მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.

 

 

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow