გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. სანდრა რულოვსი ამჯერად წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო გეგმები გააცნო.

სანდრა რულოვსი მოსახლეობას ასევე ესაუბრა იმ საშიშროებებზე, რაც ქართული ოცნების მთავრობაში დარჩენის შემდეგ შეიძლება, მოხდეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი გრიგოლ ვაშაძეს და რა საფრთხეს შეიცავს ქართული ოცნება საქართველოს მთლიანობისთვის.

„წალენჯიხაში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენ აქ პირველ ტურშიც ძალიან კარგად გავიმარჯვეთ და მეორე ტურშიც ეჭვი არ მეპარება. არავინ არ უნდა დაიზაროს, იმიტომ რომ საქართველო უნდა წავიდეს წინ! ჩვენი ხალხი დგას მხნეთ და იცის, რომ ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow