პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა. imedinews-ის ინფორმაციით, ამჯერად გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხდეს მხარდაჭერა.

„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ბაქრაძეა პარტია ცალკე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ისინი კვლავ ერთად მოქმედებდნენ“ – განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow