განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მრავლობითი მოტეხილობით იგი ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

„ექიმის განცხადებით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა,თუმცა სტაბილური და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. დიაგნოსტირების შედეგად დაუდგინდა თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow