გაერთიანებული ოპოზიცია ბანკების მიერ ქვეყანაში შექმნილ მონოპოლიას აპროტესტებს. გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები.

“საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან  იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან  გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან  მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ: პირველი, საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ  პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში  და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ  უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები  მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ასევე მიმართავს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ამ დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების  სრული ამნისტიის შესახებ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასევე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება.

„ეს თუ არ გაკეთდა საქართველოს მოქალაქესთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow