ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთოლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ეს ფორმატი სპეციალურად შეიქმნა საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

გვექნება შეხვედრები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ბატონ ჟან-კლოდ იუნკერთან. სპეციალურად შექმნილი ფორმატია საქართველოსთვის, რომ შევძლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნებით, როგორ უნდა  დავუახლოვოთ კიდევ უფრო მეტად საქართველო ევროპას.

ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ. შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, აქვთ კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ევროპელ კოლეგებს გააცნობენ. კერძოდ, როგორ შეიძლება საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.

„გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში ისეთი, როგორიც არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო და სხვა მიმართულებები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებს, ვიზიტის ფარგლებში, კონკრეტულად დავასრულებთ წარმატებული მოლაპარაკებებით”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow