შავ სიაში მყოფ მოქალაქეების დავალიანების განულებისთვის ფონდ „ქართუში“ მიმდინარე წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე დარეზერვებულია. ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს.

„ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში. „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

წყარო: imedinews.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow