საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უპასუხისმგებლოს და გაუგონარს უწოდებს “ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის“ თაობაზე,                    დღეს “საიას”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, მისი შეფასებით, ჭორია, რომლის მიხედვით, ის და მისი თანამშრომლები სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადეს. ამის შესახებ „ლიბერალი“ წერს.

„ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ წინადადებებს და არგუმენტებს. ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელია.

მე მივმართე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყონ მოკვლევა და იმედი მაქვს, ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ასეთი ჭორი გაავრცელეს.

თითოეული ჩვენგანი ვართ შეურაცხყოფილი. საქართველოში სულ სამი საბეჭდი ცენტრი არსებობს. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება.” – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow