არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება ეკონომიკას დააზარალებს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ქართული ოცნების ლიდერი ასევე ამბობს, რომ ნაციონალები არეულობას შეეცდებიან, მაგრამ არა აქვთ რესურსი. „მთავარი ძალა არის ხალხი: ხალხი ნაწყენია, მაგრამ არა გაბრაზებული”-განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება. „იმედია ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი აღარ დარჩათ”-განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას და ასევე ეკონომიკას პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება.

„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან. უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი”- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დატოვონ და კანონს იქით არ გაუშვან.

„ნურავის აქვს ილუზია, რომ რამეს მოახერხებენ და ამოატრიალებენ. მძიმე იქნება ეს ეკონომიკისთვის. ყოველდღიური მცდელობა, რომელსაც ესენი მოახერხებენ: არეულობის შექმნა და დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და ეს რა თქმა უნდა დააზარალებს ეკონომიკას”-განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow