გერმანიაში მცხოვრებმა სოფია ტაბატაძემ თბილისში თვენახევრიანი ყოფნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის მაჩვენებელმა მოიმატა. მან გამოკვლევა ბერლინში ჩაიტარა, 7 სექტემბერს, თბილისში წამოსვლამდე და 12 ნოემბერს, უკან დაბრუნებისთანავე. ლაბორატორიას სადაც კვლევა ჩატარდა დასაშვებ ნორმად 28 ერთეული აქვს მითითებული, სოფია ტაბატაძის მაჩვენებელი კი ჯერ 39,5, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ კი 43,7 ერთეული იყო.

“ტყვია სისიხლში. ორჯერ შევიმოწმე, 7 სექტემბერს და 16 ნოემბერს, ამ შუალედში თვე ნახევარი თბილისში ვიყავი. ტყვია 39,5-დან 43,7-მდეა მომატებული.

ყველაზე ადეკვატური დაპირება არჩევნების წინ ტყვიის შემცველობის პროდუქტების და ჰაერის შემოწმება იქნებოდა.”- წერს სოფია ტაბატაძე ფეისბუკზე.

ნიუპოსტი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow