ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნებზე  წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ არჩევნების ჩატარების მხრივ საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, საქართველოში განთავსებულია ეუთო-ს მისია და არჩევნების საკითხი განიხილება.

„წარმატებები კანდიდატებს. ქვეყანაში განთავსებულია ეუთო-ს მისია. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ყველა დემოკრატიულ სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

წყარო: 1tv.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow