დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტექნოპარკში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას მან განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების გაძლიერება უნდა მოთხოვოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზის ადგილმდებარეობა სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგია. მან შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი სანაკოევთან ერთად არჩევნები ჩაატარა.

“არჩევნების ჩატარებით პრაქტიკულად აღიარა „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი საზღვრები. ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის ეს იყო ცხინვალის რეგიონი და არა „სამხრეთ ოსეთი“. ომის შემდეგ რუსეთმა ეს საზღვრები გამოიყენა საკუთარი ნაბიჯების გასამართლებლად. ეს საზღვრები ზემოქმედებს ფსიქოლოგიაზე და სახელმწიფოზე. პრობლემაა ადამიანების გატაცება, ესეც არის წნეხი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყოვედღიური პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა ველაპარაკოთ პარტნიორებს და მათი ჩართულობა უნდა ვთხოვოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow