თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. გამამართლებელ განაჩენს ფოტოგრაფები ოვაციებით შეხვდნენ. როგორც ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ თქვა, დღეს მისთვის ძალიან ემოციური დღეა. კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ვინც ჩვენ გვაწამა ციხეში და უსამართლოდ მოგვექცა, თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, ჩვენ მაინც მოგიგებთ და მაინც მოვიგეთ. ვაშაძეს ვეუბნები, კაცობა იქონიე, გამოდი და ბოდიში მოგვიხადე მე და ჩემ კოლეგებს. ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი – თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის.

დღეს სამართალი დადგა და სამართალმა იზეიმა ჩვენ ოჯახებში, ჩვენ კოლეგებში. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენ გვერდით იდექით. დიდი მადლობა, ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ. დღეს შედეგია თქვენი გამარჯვება და იმათი დამარცხება, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა. ემოციებს ვერ ვმალავ”, – თქვა გიორგი აბდალაძემ.

2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების – ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა.

საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები.პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow