დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური იქნება,  – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ბოლო პერიოდში იმდენი ჩანაწერი მოვისმინე მედიაში, რომ უკვე მიჭირს რეაგირება. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რომ ადამიანები საუბრობენ და გეგმავენ, რომ ისევ არეულობა, ისევ სისხლისღვრა და რევოლუცია იყოს. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური იქნება და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს არეულობას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow