დისკრედიტაციის, ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებით, –  ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას სურდა ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მისი კონკურენტის არჩევანი სხვა იყო.

„მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც არის ტიპურად რუსული მეთოდები, ბოლშევიკური მეთოდები, ადამიანის დისკრედიტაციის, ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას  ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow