სპეციალური სიები – გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების კიდევ ერთი სქემაზე საუბრობს, რომლითაც, მათი მტკიცებით, ცესკო ხმებით მანიპულირებას ცდილობს.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.

სპეცსიებში შეყვანილია პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და პრაქტიკულად შეცვალონ შედეგები, რომლებიც პირველ ტურში იყო. პირველ ტურში ამ სპეცსიებში სულ 500-მდე მოსამსახურე ეწერა. პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ამ ოლქში მოუგო დიდი უპირატესობით, სწორედ ამიტომ, ცესკო-მ გადაწყვიტა სამგორის ოლქი დააბალანსოს უფრო კონტროლირებადი ხმებით და პრაქტიკულად ამ სპეცხმებით ცდილობს, საარჩევნო მანიპულირება მოახდინონ ოლქის საბოლოო შედეგებზე. მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების ახალი სქემების შემუშავებას. მოგვცეს იმ პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლებიც ჩასმული არიან სამგორის საარჩევნო ოლქში, რომ ჩვენ შეგვეძლოს მათი ადგილსამყოფელისა და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow