პარტია „ევროპული საქართველო“ სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა.

პირველი არხის ინფორმაციით, პარტია დატოვეს ქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფლების უბნის, ზონის ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა.

პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადება ქალაქის ცენტრში გააკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზად ისინი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow