ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა, შენობა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეცვლილია იარუსების ფერიც.

რესტავრაცია ჩაუტარდა ჭერის მხატვრობასაც. გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow