28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ევროპული სტილის არ ყოფილა.

“2012 წლიდან რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენო ოპონენტების მხრიდან – პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, ფეიკნიუსები და ბევრ სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow