შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან, ფაქტობრივად მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. რატომ ვამბობ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებას, გახარიამ აღნიშნა, რომ ტექნიკურად პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია.

“პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია. ეს გამოძიება, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში დასრულდება, ობიექტურ შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრეთ, ვინ იყო წყარო ამ ინფორმაციის, რა მიზნებს ემსახურებოდა ინფორმაციის გავრცელება.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ობიექტურ გამოძიებას, რომელიც სულ ახლო პერსპექტივაში დასრულდება. საქმეს შსს-ს მიერ კონტროლზე აყვანა არ სჭირდება, რადგან პროკურატურა იძიებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება და ეს საკითხი უკვე საზოგადოების მიერ არის აყვანილი კონტროლზე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გვექნება აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად ღია და ობიექტური გამოძიება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow