თბილისში აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, წინააღმდეგ პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 95 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირმა ინაშვილმა, აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ყველა ის ადამიანი მონაწილეობდა, ვისაც არ სურს დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.

“საქართველო ქართველი ხალხისაა. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ამ მანიკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ. დიახ, აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს უნდა ველაპარაკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი თუ სტრასბურგი, სოხუმშიც ჩავალ. ახლა ვამბობ ამას იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow