“ევროპული საქართველო’’  გავრცელებულ  ინფორმაციას, პარტიიდან წევრებისა და მხარდამჭერების წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მმართველმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ შეგნებულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს სამტრედიაში პარტია 150-მდე კაცმა დატოვა.

„ევროპული საქართველოს” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ავთანდილ სტურუას განცხადებით, გამოცხადებული ადამიანებისაგან „ევროპული საქართველოს“ წევრი, არცერთი არ ყოფილა.

„უმეტესი მათგანი არამარტო წევრი, არამდე ცნობითაც კი არ ვიცნობ. უფრო მეტიც, მთავარი წამყვანი პირი, ვინც პირველი ინტერვიუ მისცა, იყო ზურაბ ფანცულაია, რომელიც არის სოფელ დიდი ჯიხაიშის სკოლის პედაგოგი, არის ოცნებისტი აქტივისტი,“ – აცხადებს სტურუა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძე,  დეზინფორმაციას „ევროპული საქართველოდან“ „ ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებული წევრების შესახებ „ ქართული ოცნების“  მორიგ ბლეფს უწოდებს.

„მოჩვენებითი სურათი, თითქოსდა „ევროპული საქართველოდან” „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებულ წევრთა შესახებ არის „ქართული ოცნების“ მორიგი ბლეფი და განსაზღვრულია მხოლოდ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნას წინასწარი სურათი მათი მხარდამჭერების მატებისა, რაც ვფიქრობთ, რომ გამიზნულია მხოლოდ ერთი მიზნით, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის,“ – აცხადებს ბობოხიძე.

 

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow