მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქერჩის სრუტეში უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას ენგურზე ყოფის დროს გამოეხმაურა და პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი.

“ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი. საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არა ნაკლებად რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტის და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow