ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 7. 26 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ნება უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია. 28 ოქტომბრის ანალოგიური პერიოდისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6,14 პროცენტს  შეადგენდა.

ამასთან, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა, 8.9 პროცენტი  მცხეთაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი – 3.8 პროცენტი კი, წალკაში.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ  10 საჩივარი დაიწერა, რომელსაც კომისიები კანონით დადგენილი წესებითა და ვადებით განიხილავენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow