ამ დროისთვის დაფიქსირებულ ერთ-ერთ მთავარ დარღვევად “სამართლიანი არჩევნები” კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ასახელებს. მიხეილ ბენიძის განცხადებით ხმის მიცემის  ფარულობის დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა გურჯაანში, #26 საარჩევნო უბანზე.

„გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც მერის ძმა არის, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისივე თქმით, დასახელებული პირები ერევიან საუბნო კომისიის მუშაობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.

დარღვევები დააფიქსირეს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა გურჯაანის #43 უბანზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად.  გარდა ამისა, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ გაირკვეს ვის მისცეს ხმა.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულშიც, სადაც #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ. გარდა ამისა დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულის #55 უბანზე.

„#55 უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი ფორმით, რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოსურათებს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მონაცემები, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა წარმოადგინა, 11 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებს ასახავს.

წყარო: rustavi2.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow