გაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წუხელ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 29 ნოემბერს, 18:00 საათზე მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად ჩამოყალიბდებიან.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას შეიძლება ვუწოდო თუ არა არჩევნები. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ცესკოდან, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს და ადგილიდან ვიღებთ ყველა ოქმს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები და ამისათვის 29 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო: .interpressnews.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow