გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის ამ განცხადებას ფილარმონიაში შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა. ასევე, დაანონსდა საპროტესტო აქცია კვირას, რუსთაველის გამზირზე.

ვაშაძის შეფასებით, “რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“.

“ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow