შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული – მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის გახსნისას გააკეთა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებთან განსაკუთრებით ყურადღებით ეუთო-ს რეკომენდაციებს გაეცნო.

“მინდა მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ცვლილებებს, რაც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს. ეს პირველ რიგში, არის პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა ეს ფუნქცია ყურადღებით უნდა შეასრულოს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც განსახორციელებელია ქვეყანაში უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მინდა, შეშფოთება გამოვთქვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან და ხმის მიცემის პროცესში დამკვირვებლების თვალთვალთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა გუშინ განაცხადა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი როტორიკის გამოყენებამ დიდი ჩრდილი მიაყენა წინასაარჩევნო კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow