შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა. გახარია უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ახლა კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დაზიანებულ დევნილთა დასახლებაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიცეპრემიერი სამეგრელოში სტიქიის ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერმა ქარმა დააზიანა ავტომანქანები, შენობებს გადახადა სახურავები და წააქცია 44 ხე, ასევე დაზიანებულია ელექტროსადენები.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow