საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გასული წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მკვეთრად აგრესიული ხასიათი აქვს დღემდე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.

„საქართველოს ხელისუფლება დღემდე ატარებს აფხაზეთის იზოლირების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს მცდარ თეზისებს უნერგავს აფხაზეთის ოკუპაციაზე“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება.

„მინდა იმედი მქონდეს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება და საძირკველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარებას იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცეშში შუამავლებად გამოდიან“, – აღნიშნა მან.

დაურ კოვემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არცერთი მშვიდობიანი ინიციატივა აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ალტერნატივა ვერ გახდება“

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, – დასძინა მან.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow