„სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის, ფეხებზე კიდიათ, დაგვცინიან. საქართველო საქართველო კი აღარ არის, სასაკლაოა. არანაირი კანონის უზენაესობა არ არის, მკვლელებს მფარველობენ ბოლომდე და კბილებით იცავენ.”, – აცხადებს  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს, 14:00 საათისთვის შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით მივლენ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow