“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით თბილისში გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ სპეცრაზმს ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდნენ ისინი, რადგან სხვა ოთახები მათ არ შეუმოწმებიათ.

„ხუთი ცხოვრობდა ჩვენთან. პასპორტები უკრაინული ჰქონდათ. უკრაინის მოქალაქეები არიან. 27 -ში შემოვიდნენ ღამე. 27-ში როცა ვიყავი სამნი მოვიდნენ, გუშინ რომ მოვედი დამხვდნენ ხუთნი,”-აცხადებენ სასტუმროში.

სამართალდამცავებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-თან კომენტარი გააკეთა დაკავებული ლუკა ჩხეტიას მამამ. მისი თქმით, მის შვილს სამართალდამცავებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

„დაგვირეკეს დღეს, რომ დაკავებული არის. დაუდეს ნაღდად იარაღი. ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა და არც ჰქონდა საჭიროება იმის, რომ იარაღით ხელში გამოსულიყო. დღეს მითუმეტეს აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად რომ გაეზიარებინა, დაემტკიცებინა, რომ ეს მთავრობა მოვიდა ძალით, ფულით, ყოველნაირი უბედურებით. არ უნდოდა და დაუდგა გვერდით. უკრაინაში იბრძოდა დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად. სასირცხვილო არაფერი არ გაუკეთებია“,-აცხადებს ლუკა ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტია.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow