“ჩვენ და რუსეთი რეგიონის გეოპოლიტიკას სხვადასხვა ფერში ვხედავთ”, – ეს განცხადება BBC-ის  რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

ისი თქმით, დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

„მსოფლიო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა აქ თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში. ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკას სხვადასხვა ფერში ვხედავთ“, – აცხადებს მარგველაშვილი.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო ამ ასპექტში იმარჯვებს და რუსეთს ფაქტობრივად არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს აღიარებენ.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთმა შექმნა პრობლემა უკრაინაში და ხელი მოაწერა ე.წ. სტრატეგიულ შეთანხმებებს მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან.

მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი უბრალოდ სჯის თავის მეზობლებს. ამ პოლიტიკამ, მისივე თქმით, დღეს რუსეთი იმ წერტილს მიუახლოვა, როდესაც მასთან ყოფნა არავის სურს და ყველა ცდილობს მოსკოვს გაექცეს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და რუსეთის აგრესიას ყოველთვის სათანადოდ ვუპასუხოთ. ეს ეხება არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უკრაინელებს და მოლდოველებს, aseve იმ ქვეყნებსაც, რომელთა ტერიტორიებზე დღეს კონფლიქტი არ არის. აი, არ იყო ადეკვატური რეაქცია 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. თუ პრინციპულობას არ შევინარჩუნებთ, მაშინ სხვა ცხელ წერტილებს მივიღებთ“, – აცხადებს მარგველაშვილი BBC-ისთან ინტერვიუში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow