ზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

დაზარალებულად ცნობილი ზაზა სარალიძე აპირებს, მისი შვილის მკვლელობის საქმის მტკიცებულებებს და მასალებს გაეცნოს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, მიმართავს უწყებებს, რათა დაინიშნოს შესაბამისი შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, მას მისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დღეიდან აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, ოფიციალურად მივმართავთ, რა ხდება ამ ეტაპზე ამ საქმეზე. გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოვითხოვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას რაც შეეხება, დაველოდოთ სასამართლო პროცესების დასრულებასო, ეს არ არის სწორი. არც ერთი მოსამართლე არ არის ვალდებული, ახალი ფიგურანტი შეიყვანოს საქმეში. აქციებიც გრძელდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow