“არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს”, – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა. რატიანის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა და გუშინ, რუსთაველზე გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.

„ევროპულ საქართველოს“ წევრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

„არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს და ის მანდატი, რომელსაც ფლობს დღეს ხელისუფლება მას არ ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, ვიფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე, ოღონდ მანამდე სრულიად აუცილებელია არის, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, ამის  გარეშე უბრალოდ ვხედავთ, რომ ტარდება უსამართლო არჩევნები,“ – ამბობს სერგო რატიანი.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია ამ მიზნების მისაღწევად კონსულტაციებს იწყებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow