2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ “კომერსანტი” წერს.

ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი  ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow