“800 ათას ამომრჩეველთან დიალოგზე უარის თქმა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს”, – ასე გამოეხმაურნენ გაერთიანებულ ოპოზიციაში მმართველი გუნდის პასუხს  კონსულტაციებთან დაკავშირებით. განცხადება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ გააკეთა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის უარი დიალოგზე არასწორი გადაწყვეტილებაა.

„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აკეთებს დასკვნებს, არ გამოდის იმ რეალობიდან, რაც შექმნილია. ოპოზიციური ერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით აიძულებს „ქართულ ოცნებას“, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს,“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან და მრავალპარტიულ კონსულტაციებს იწყებს.

ოპოზიცია მოლაპარაკებებში ჩართვას ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ გუნდსაც სთხოვს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow