“შეიარაღებული ძალები უნდა გახდეს ძლიერი, რათა პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებს”, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% წელს პირველად მიმართეს შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც უწყება თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს ყიდულობს.

„განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს. ეს სისტემები წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი შეიარაღება ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ”- განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ყველაზე ამბიციური პროგრამაა.

„წელს ამოქმედდა სიახლე ახალი სარეზერვო სისტემის სახით. დასავლეთ საქართველოში გვაქვს ახალი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამი კვირის წინ გავხსენით. ამით პრაქტიკულად უფრო ეფექტურს ვხდით სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. წელს ასევე დავიწყეთ სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რომელიც შეეხო 2500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე მინდა აღვნიშნო ნატო-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს გვექნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, იყოს მიღწეული”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow