საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მზადება დაიწყო. საორგანიზაციო კომისიის წევრები კახეთში უკვე ჩავიდნენ. მათ დაათვალიერეს ის ადგილები სადაც უნდა გაიმართოს ინაუგურაცია.

ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის ყველა დეტალზე ჯერ არ საუბრობს თუმცა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. მათ შორის ეს ეხება ჰიმნის გარდა, მრავალჟამიერის შესრულებასაც.

„ინაუგურაცია თავისთავად მოიცავს ისეთ წესებს, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. ეს არის ის პროტოკოლური ნაწილი. ეს გარემო დეკორაციას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ვთქვათ ტრიბუნა სადაც განლაგდებიან მაყურებლები. ქალბატონი სალომეს გამოსასვლელი ადგილი. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ინაუგურაციაზე ყოველთვის სრულდება ჰიმნი. და აგრეთვე ძალიან მინდა, რომ შესრულდეს მრავალჟამიერი. როგორც ვიცი ეს ქალბატონი სალომეს სურვილიც არის. იმიტომ რომ მრავალჟამიერი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არის,“-განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციის სამხატვრო მხარეს, ღონისძიების რეჟისორები ამბობენ, რომ ინაუგურაცია უნდა იყოს სადა და ევროპულ სტილთან მორგებული. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერეკლეს სასახლის ეზოში მისულ სტუმარს ერთგვარი ინტერპრეტაცია გასჩენოდა და კავშირები დაენახა თამარ მეფესთან, თამრიკო ფოცხიშვილი ამბობს, რომ ეს ნაწილი ინაუგურაციის სტილში გამოხატული არ იქნება.

„უნდა იყოს სადა, თავშეკავებული და სტილში უნდა იყოს გამართული, მორგებული აი ამ ფანტასტიურ გარემოსთან. თამართან პარალელი ვერანაირად ვერ იქნება. ერთადერთი არის ის, რომ ქალი პრეზიდენტი ჩვენთვის პირველია და შინაგანად რა თქმა უნდა რაღაცნაირად ეს შეიძლება მხატვარს ჰქონდეს იდეაში, რაღაც ამდაგვარი. მაგრამ სტილში ვერ იქნება. სად მონარქია და სად პრეზიდენტი,“-განაცხადა თამრიკო ფოცხიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow