გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრების განცხადებით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ინაუგურაციაზე არმისვლაც ადეკვატური გადაწყვეტილებაა.

“ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულნი, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ საუბარზე, მოლაპარაკებებზე, ჩიხში შეყავთ პროცესები, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება ინაუგურაციას. მითუმეტეს ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ”,- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ინაუგურაციაზე გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს, თუ ის არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow