“წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა გაერო-ს დეკლარაციისა და ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები დაეცვა.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, უპრეცენდენტოდ იყო გაზრდილი სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.

„მათ შორის გამოყენებული იყო ქსენოფობიური რიტორიკაც, ძალიან სახიფათოდ შეეხნენ ეთნიკურ საკითხებს საარჩევნო კონტექსტში, მათ შორის რელიგიურ საკითხებს, რაც ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, არის ძალიან საგანგაშო. ზოგადად ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები გაზრდილია“, – აღნიშნა ობუდსმენმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow