თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ამბები.გე“-ს მიხეილ გიორგაძის მეგობარმა კახა კანდელაკმა განუცხადა. მისივე თქმით, ფილტვის მუშაობა უკვე აღდგა და გიორგაძის მდგომარეობაც უმჯობესდება.

„როგორც იქნა, გადავრჩით. ექიმებსაც უკვირთ, ასეთი დაზიანებების შემდეგ როგორ მოახერხა მიშას ორგანიზმა ასე სწრაფად რეაბილიტაციის დაწყება. გვითხრეს, რადგან სპორტსმენი იყო, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ამის დამსახურებით გადარჩაო. ლაპარაკიც შეუძლია. მენჯები და ნეკნები აქვს დამტვრეული, ახლა უნდა მოხდეს ამ ძვლების აღდგენა. რაც მთავარია ფილტვის მუშაობა აღდგა, სწორედ ამ ფილტვის გამო, ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ აღვიძებდნენ 8 დღე, როცა გააღვიძეს, აღმოჩნდა, რომ ტვინის დაჟეჟილობაც ჰქონია. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა კახა კანდელაკმა.

მიხეილ გიორგაძე ორი კვირის წინ ავარიაში მოყვა. იგი საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow