“რა გეგმები ჰქონდა დეპუტატ სემენჩენკოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად?” „იმედის კვირის“ექსკლუზიური მასალა უკრაინის დაკავებული მოქალაქეების საიდუმლო წარსულს და სააკაშვილის გეგმებს ეხება.

დონბასელი მეთაური უკარინის ექვსი მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლის მოტივებზე ალაპარაკდა. 42-ე რაზმის მეთაური ე.წ. ტურისტების ბიოგრაფიაზე და დანაშაულებებზე „ქრონიკის“ ჟურნალისტს ესაუბრა. ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე სააკაშვილის და რადას დეპუტატის სემენჩენკოს მიერ ჩამოყვანილ ექვსეულს შესაძლოა, გაესროლა კიდეც.

ჟურნალისტის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი პირებიდან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს. კერძოდ:

ალექსანდრ ნოვიკოვი- ფიგურიებს ადამიანის გატაცებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში, მის სახელ და გვარს უკავშირდება იარაღისა და საბრძოლო მასალის ქურდობა

საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია- ბრალდებულია პოლიციელის დაჭრის საქმეში და საბრძოლო მასალის ქურდობის საქმეში. ლუკა ჩხეტია გაათავისუფლეს დეპუტატ სემენჩენკოს თავდებობის შემდეგ.

როლანდ მელიას სახელს უკავშირდება სამართალდამცველზე ზეწოლა და ცემის ფაქტი. მის ავტოფარეხში კარვების აქციის დროს აღმოაჩინეს დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა.

„სააკაშვილი სემენჩენკოსთან თავიდანვე ხაზზე იყო და ისინი ერთად გეგმავდნენ ყველა შესაძლო ვარიანტს არჩევნების გამარჯვების შემთხვევის შედეგებს და მისი მომხრეების დამარცხების შემდეგ განვითარებულ გეგმას.

ამ აქციაზე იქნებოდა გასროლა, შემდეგ დააბრალებდნენ იარაღის გამოყენებას ძალოვან უწყებებს და დაიხვევდნენ ხელზე, რომ სახელმწიფომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა.საერთო ჯამში სემენჩენკოს პირადი შემადგენლობა 20-30 ადამიანს შეადგენს. ჩემი ინფორმაციით, აქციის დღეს სასტუმროებში უნდა შეკრებილიყვნენ ისინი ვინც საქართველოში არიან, ყოფილი მებრძოლები და სემენჩენკოს დაცვის წევრებიც, მათ შორის თენგიზ თეთრუაშვილი. მერწმუნეთ, მათ უკან კიდევ 5-5 ადამიანია“,-განაცხადა „იმედის კვირასთან“ დონბასის 42 რაზმის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ვლასენკომ.

ვლასენკო იხსენებს რომ დაკავებული შვიდეული ყველა იმ არეულობაში მოანწილეობდა, რომელიც სემენჩენკომ მანამდე უკარინაში დაგეგმა და განახორციელ

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow