„ცვლილებები აუცილებელია, მნიშვნელოვანია,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ის საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ როდესაც გადაადგილებების საჭიროება იქნება, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობებს კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დატოვებენ. გავრცელებული ცნობით ასევე, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე, შესაძლოა, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.

„როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow