ინტერნეტში გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, კახა ფარფალიას დაკავების კადრები ვრცელდება, რა დროსაც ის სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სამართალდამცავებს საკუთარ ვინაობას არ, ან ვერ უსახელებს.

შეგახსენებთ, რომ ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ФСБ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს 8 დეკემბერს დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას “კოკაინი” და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.

43 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია, აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია “კანონიერ ქურდად” 1999 წელს “მონათლეს”

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow